თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მზია სალვარიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

10 სექტემბერს თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მზია სალვარიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

შემოქმედებით საღამოზე მზია სალვარიძემ სტუმრებს მისი ახალი წიგნი „არგადავქართულდა“ წარუდგინა, ისაუბრა მის შემოქმედებასა და დიალექტის როლზე მის ნაწარმოებებში. მზია სალვარიძის განცხადებით, დიალექტების სიცოცხლე აუცილებელია, რათა ენას ჰქონდეს შინაგანი განახლება-გამდიდრების საშუალება. მისი თქმით, დიალექტურ ნაწარმოებებზე მუშაობისას უმნიშვნელოვანესია სალიტერატურო და სალაპარაკო ენებს შორის ოქროს შუალედის მიგნება, რისთვისაც ავტორს მეტი პასუხისმგებლობა და სიფრთხილე მართებს.

საღამოზე მზია სალვარიძემ და დიასპორის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები მისი პროზაული ნაწარმოებებიდან.