საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინფორმაციით, 2022 წელს ყოველწლიური პროექტი „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ახალი ისტორიის პირველი ქართველის 185 წლისთავთან დაკავშირებით, საიუბილეო ფორმატით ბრუნდება.
12 -დან 21 სექტემბრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, ღია სივრცეში „ილია 185 – თბილისის ცის ქვეშ“ გაიმართება.
10 დღე – 10 ღონისძიება – 10 რაიონი – მხატვრული, ლიტერატურული, თეატრალიზებული, შემეცნებითი და სამოქალაქო აქტივობები.
თბილისის ნებისმიერ მცხოვრებს შეეძლება, მის უბანში გაატაროს ერთი საღამო ილიას სამყაროში, ილიაზე ფიქრში და ილიაზე მნიშვნელოვანი ისტორიული თუ ლიტერატურული ამბების მოსმენით!
პროექტი 12 სექტემბერს ფეხით მსვლელობით დაიწყება სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე – ილიას უკანასკნელი გზის გავლა სიმბოლური მარათონით.
პროექტის ინიციატორია „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“
მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მერია.