საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა რიგით მე-10 ტურნირზე (International Young Naturalists’ Tournament 2022 – IYNT 2022) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
ეროვნული ნაკრების ექვსი წევრიდან ოთხი კომაროველია: მაია დემუროვი, ირაკლი მჭედლიშვილი, ლიზი ცინცაძე, მარიამ ცქიტიშვილი (კაპიტანი), მარიამ ლომინაიშვილი და დეა ნოზაძე (ვეკუას სკოლა).
ტურნირის მიზანია 12 – დან 16 წლამდე მოსწავლეების უნარების წარმოჩენა – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) წარმატებით გადაჭრან დასმული პრობლემები.
წელს ტურნირი საქართველოში ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე გაიმართა, სადაც 8 ქვეყნის 13 გუნდი მონაწილეობდა.