თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2022 წლის 9-14 სექტემბერს გაიმართება.
ფესტივალის თემაა „შინ“ – სახლის კონცეფცია და არქეტიპი კულტურასა და ლიტერატურაში, როგორც ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ნაწილი.
ამ თემით ფესტივალი ეხმიანება ომს უკრაინაში და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს.