დღეს ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნა.
წლევანდელი ბაზრობა გამორჩეულია იმით, რომ საქართველო წელს პირველად წარდგება ეროვნული სტენდით.
ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ევროპის ლიტერატურული პრემიის ორ ქართველ ლაურეატს: ბექა ადამაშვილსა და ივა ფეზუაშვილს, რომლებიც საკუთარ წიგნებს წარუდგენენ მკითხველს როგორც ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე ათენის სხვადასხვა ლიტერატურულ სივრცეში.
ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
2 სექტემბერი – ათენის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნა, სტენდის პრეზენტაცია;
3 სექტემბერი – ბექა ადამაშვილის რომანის „ამ რომანში ყველა კვდება“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია (ათენი, ზაპეონი);
4 სექტემბერი – დისკუსია ივა ფეზუაშვილთან, ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის მფლობელთან (ათენი, ზაპეონი);
4 სექტემბერი – ბექა ადამაშვილისა და ივა ფეზუაშვილის შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან (საქართველოს საელჩო საბერძნეთში);
4 სექტემბერი – ათენის საკვირაო სკოლის ბავშვებისთვის საბავშვო ლიტერატურის გადაცემა;
5-9 სექტემბერი – მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელებისთვის.