ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14 კონფერენციის ფარგლებში ქვევრის ღვინის კონკურსის გამარჯვებული ნიმუშების დეგუსტაცია გაიმართა.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ამერიკა-საქართველოს ბიზნესს საბჭოს და ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს მხარდაჭერით ჩატარდა.
დეგუსტაციას წინანდლის მამულები მასპინძლობდა.