ესპანეთის ქალაქ ლინარესში დასრულდა საკლუბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის შეჯიბრება.
გრანადის გუნდში წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ოსტატმა, ნიკოლოზ კაჭარავამ.
ნიკამ მეორე დაფაზე 7.0 შესაძლებლობიდან 6.0 ქულა მოაგროვა. 5 პარტია მოიგო და ორი ყაიმით დაასრულა. ქართველმა ლეგიონერმა საუკეთესო შედეგი აჩვენა თავის გუნდში.
ასევე, დასრულდა ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატის სუპერ – ლიგა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.
საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა 20 – წლიანების დაფაზე მეორე ადგილი აიღო.
ნიკამ 12 პარტია ითამაშა 5 – მოიგო. 6- ყაიმით დაასრულა და მხოლოდ ერთი პარტია დათმო.
ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკის შედეგი საუკეთესო იყო მის კლუბში.