საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ქართველიშვილმა სტიპენდია მოიპოვა და სწავლას გლაზგოს უნივერსიტეტში IMCEERES – ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევების – სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, სამაგისტრო პროგრამა, მოიცავს სწავლას ევროპის სამ უნივერსიტეტში: გლაზგოს უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი. მესამე უნივერსიტეტს კი მარიამ მისი საკვლევი თემის მიხედვით შეარჩევს.