საქართველოს დიპლომატიური მისიების ინფორმაციით, 2022 წლის 27 აგვისტოს, სერბეთის რესპუბლიკის ქალაქ სრემსკა მიტროვიცაში გაიმართა მე-5 საერთაშორისო ღვინის გამოფენა „ღვინის პარკი 2022“, რომელზედაც საქართველო საპატიო სტუმარ ქვეყნად იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება გახსნეს სერბეთის რესპუბლიკაში საქმეთა დროებით რწმუნებულმა ილია კობერიძემ, საქართველოს საპატიო კონსულმა დრაგან შაგოვნოვიჩმა და ცნობილმა სერბმა საოპერო მომღერალმა, მეცოსოპრანო მილიანა ნიკოლიჩმა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სერბეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან 100-ზე მეტი ღვინისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია.
ღონისძიებას 10 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო, რომელთაც საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს კუთხე და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.