მრავალ მარაშნას

„ამ ღამით ყოველთვის ენთო ჭიაკოკონა

ანუ იწვოდა ჩემი სახლის წინ, ქუჩის მთავარ ბირჟაზე გამოტანილი საბურავი და ,გარემოსთან ერთად, ბინძურდებოდა და იჭვარტლებოდა ჩემი ხელებიც.

ამ ღამით  ენთო მეორე კოცონიც, ფიჩხით – სიმინდის შესაწვავად…

ღამის სიბნელეში  უმიც კი მზა ჩანდა და კბილების კრაჭუნით იჭმებოდა რძეგადმომდინარე სიმინდი…

ამ ღამით ხტებოდნენ ცეცხლზე კაცები, რომ ეშმაკები დაეფრთხოთ და ჩვენ, ბავშვები, ველოდით ჩაქრობას, რომ ნაკვერჩხალზე მაინც გადავღოღებულიყავით, აქაოდა, ეშმაკები ჩვენც გვაწუხებენ, აი, აგერ მხარზე გვაზიანო…

ამ  ღამით იჭრებოდა თმაში ჩაწებებული სანთლის ციცქნა გორგალი, არაცრუმორწმუნე დედისგან რომ ხვეწნა-მუდარით მივიღეთ, ყველა ბავშვს აქვს და ჩვენც გვინდაო…

ამ ღამით კოცონთან ზუსტად ისეთი ამბები გაირჩეოდა, ზამთრის უშუქო ღამეებში ჩემს სახლში შეკრებას რომ ახლდა მუდამ თან…

მეორე დილას “მარაშნა” თენდებოდა, სახლის წინ ჯერ კიდევ იწვოდა საბურავი და ჰაერშიც უცნაური სუნი ტრიალებდა, თითქოს მართლა აღარსად იყვნენ ეშმაკები…

მომნატრებია…❣

მრავალ მარაშნას ❣“

თამარა ზარანდია