ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის ინიციატივით კაიროში წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო აიგო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის თეოდორე II-ის კურთხევითა და ინიციატივით, ძველი კაიროს ბერძნული სასაფლაოს წმიდა გიორგის სახელობის საპატრიარქო მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრის მოპირდაპირედ, გამოიყო ადგილი მოციქულთასწორისა და ქართველთა განმანათლებლის, წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოსთვის, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა; კურთხევა კი ოქტომბრის თვეში განხორციელდება“,- ნათქვამია განცხადებაში.