საქართველო იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ოქტომბრიდან, პანდემიის შემდეგ ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X-ი ფრენებს განაახლებს.
პირველი პირდაპირი რეისი ბანგკოკიდან თბილისის მიმართულებით 8 ოქტომბერს შესრულდება.
პირდაპირი რეისები ბანგკოკი – თბილისი – ბანგკოკის საჰაერო ხაზზე, საწყის ეტაპზე, 8 – 29 ოქტომბერს კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.
ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ რეისებს 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ასრულებდა.