მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველ მატჩში გაიმარჯვა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. გუნდმა ახალ „თბილისი არენაზე“ ნიდერლანდებს უმასპინძლა და 77:66 დაამარცხა.

ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში იყვნენ: მაკფადენი, სანაძე, შენგელია, მამუკელაშვილი და შერმადინი.

სამწუხაროდ,  თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი შეტევისას ტრავმა მიიღო  და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტრავმა სერიოზულია და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.