25 – 28 აგვისტოს საქართველოში, სოფელ წერაქვში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) კულტურული ურთიერთგაცვლის, მუსიკალური კონცერტების, თანამონაწილეობითი არქიტექტურული პროექტების პარალელურად ერთიანი კავკასიის ფესტივალი (One Caucasus Festival) გაიმართება. ფესტივალი, საქართველოში წელს მეცხრედ განხორციელდება და მისი ძირითადი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერა იქნება.
წელს უკრაინა ბრუტალური სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, სწორედ ამიტომ ფესტივალის განმავლობაში მოეწყობა საქველმოქმედო კამპანია უკრაინის მხარდასაჭერად. შემოსული თანხა კი გაიგზავნება „მაგია კარპატის“ ფონდში, სადაც თითოეული შემოწირული ევრო, დოლარი და ლარი მოხმარდება უკრაინის მცველებსა და მათ ძირითად საჭიროებებს.
ასევე, ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მგზავრობის ხარჯები სრულად აუნაზღაურდება უკრაინიდან მოწვეულ მონაწილეებს.
„ერთიანი კავკასია“ წელს იქნება ძალიან მრავალეროვანი, ისევე როგორც ყოველ წელს. მსმენელს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა იმოგზაუროს მუსიკალურ თავგადასავალში თანამედროვე New Orleans jazz ვარიაციებში Brass Federcja-თან (პოლონეთი), სენსიტიური ხმის მქონე უკრაინელ მომღერალ Kvitana-თან და ქართველ ვარსკვლავ Tamada-თან ერთად.
აქ თქვენ მოისმენთ ყველა ტიპის მუსიკას. მუსიკოსები ჯგუფდებიან საერთო რეპეტიციებისა და კონცერტებისათვის. ამ რეპეტიციების შედეგად იქმნება საუკეთესო ახალი პროექტები, რომლებიც წელს პირველად, ერთიანი კავკასიის აუდიტორიის წინაშე, მთავარ სცენაზე იქნება წარმოდგენილი.
„ერთი კავკასიის ზონა და ქუჩის ინვენტარი შექმნილი და კონსტრუირებულია პროფესიონალი და სტუდენტი არქიტექტორები მიერ მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროგრამა ფესტივალისა და მისი წინარე აქტივობების მნიშვნელოვანი ნაწილია. საერთაშორისო განათლების სპეციალისტებთან ერთად ჩვენ ვაწყობთ ვორქშოპებს ახალგაზრდებისათვის მარნეულის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში. ინტერდისციპლინური და პრაქტიკულ მუშაობაზე კონცენტრირებული სწავლების მეთოდების მეშვეობით ჩვენ ვქმნით სახელოვნებო პროექტებს, რომლებიც მოიცავს, მათ შორის: მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ანიმაციებს, ინსტალაციებსა და პერფორმანსებს“, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთიანი კავკასიის ფესტივალი ყველაზე ფარტომასშტაბიანი ინტერდისციპლინური ღონისძიებაა და დაარსების დღიდან მაყურებლისათვის დასწრება უფასოა.