ლაშა მძინარაშვილი მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია ნომინირებული

ლაშა მძინარაშვილი „კინგსმენში” მთავარი საბრძოლო სცენისთვის ჰოლივუდში, ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია ნომინირებული. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„წარმატებას ვუსურვებთ ლაშა მძინარაშვილს, რომელიც ჰოლივუდში ტაურუსის მსოფლიო კასკადიორთა დაჯილდოებაზე საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაშია ნომინირებული! საუბარია „კინგსმენის” მთავარ საბრძოლო სცენაზე, სადაც ლაშამ ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა (იხილეთ კომენტარებში).

ქართული კინოს ინდუსტრიას ამერიკის საელჩო მხარს უჭერს USAID-ის ინიციატივებით, გაცვლითი პროგრამებითა და კულტურული გრანტებით“, ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვათაშორის, ამავე დაჯილდოებაზე სხვადასხვა კატეგორიაში ნომინირებულია „ფორსაჟი 9″, რომლის ნაწილით თბილისში გადაიღეს.