ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხვალ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართება.
ოლიმპიადას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა და იგი ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
წელს ოლიმპიადაში 46 ქვეყნის 250 მონაწილე ჩაერთო.
დამამთავრებელი კლასების წარმატებულმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე გუნდურად და ინდივიდუალურად იმუშავეს.
ჟიური ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს ხვალ გამოავლენს.