VA[A]DS-ის მესამე და მეოთხე კურსელებმა გიორგი ხანიაშვილის და გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის საგნის “ობიექტი და ინსტალაციის” ფარგლებში სემესტრის განმავლობაში STOA169 ღია მუზეუმისთვის მოდელები შეასრულეს.
მაისში, მუზეუმის დამფუძნებელი ბერნდ ციმერი, თბილისში იყო ჩამოსული. მან შესრულებული მაკეტებიდან 4 სტუდენტის ნამუშევარი აარჩია და ავტორები გერმანიაში, Polling-ში, ნამუშევრის ადგილზე რეალურ მასშტაბში შესასრულებლად მიიწვია.
შესაბამისად, 3-დან 9 აგვისტომდე ვატო ბაქრაძე, მარიამ მესტვირიშვილი, თეიმურაზ ერისთავი და თინა ჯანიაშვილი გერმანიაში იმყოფებოდნენ.
აქამდე STOA169-ში მხოლოდ 2 სახელოვნებო სკოლის სტუდენტების კოლონა იყო წარმოდგენილი – ციურიხის უნივერსიტეტის და ვენის სამხატვრო აკადემიის. თავისუფალი უნივერსიტეტის VA[A]DS-ის სტუდენტები მესამე ჯგუფია, რომელმაც იქ ნამუშევარი შეასრულა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტები პირველი ქართველი ხელოვანები არიან, ვინც ამ საერთაშორისო ღია ცისქვეშ მუზეუმში თავიანთი ნამუშევარი წარმოადგინეს.