ეროვნულმა ბანკმა “ევრობასკეტი 2022” – ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა

ქართული კალათბურთის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა “ევრობასკეტი 2022” – ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

მათი ინფორმაციით, საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი – ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი – სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის სახელმწიფო ზარაფხანაში 5000 – იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.

„ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და რეკომენდაციები – ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. ამ მიზნით, 2021 წელს წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა დაიწყო და “ევრობასკეტი 2022” იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც  წინასწარი შეკვეთით  გაიყიდა“, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.