პრაღაში სტარტს იღებს რიგით 22-ე ევროპის პირადი ჩემპიონატი ქალთა შორის, სადაც 7 ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს.
1.ნანა ძაგნიძე (2531)
2.ლელა ჯავახიშვილი (2476)
3.ნინო ბაციაშვილი (2472)
4.სალომე მელია (2384)
5.ლილე ქორიძე (2081)
6.დიანა ლომაია (1955)
7.ელენე წოწონავა (1858)
ჩემპიონატის პირველი ტური 21 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო ბოლო ტური 31 აგვისტოს, 13 საათზე აიღებს სტარტს.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება, 27 ქვეყნის 125 მოჭადრაკეს შორის.
ქართველი მოჭადრაკეები ჩემპიონატის უპირობო ფავორიტები არიან, ასპარეზობის რეიტინგ-ლისტის პირველ ოთხეულში ერთბაშად სამი ქართველი მონაწილეა, ხოლო სიის სათავეში ევროპის 2017 წლის ჩემპიონი და 2018 წლის ვერცხლის პრიზიორი ნანა ძაგნიძეა.
ჩემპიონატში მონაწილე ქართველებიდან ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები გახლდნენ: სალომე მელია (ვერცხლი-2013;ბრინჯაო-2014) და ნინო ბაციაშვილი (ვერცხლი-2015წ.)