საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს გუაიაკილოს (ეკვადორი) იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს მორიგი მედალი შეემატა. ამჯერად წარმატებას შალვა გურეშიძემ მიაღწია.
ქართველი მძიმეწონოსანი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა ყაზახი და ესტონელი მეტოქეები, მაგრამ ნახევარფინალში იპონით წააგო იაპონელ იუტა ნაკამაურასთან და რეპეშაჟის ფინალზე გადაერთო. გურეშიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნიდერლანდელ იულეს ბლომს იპონით მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლით დაასრულეს გამოსვლა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და გიორგი ტერაშვილმა (73 კგ). ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე მაზიაშვილმა (60 კგ).
საბოლოოდ, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით მედლების გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავა.