ვარშავაში აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენა და დიტო ცინცაძის ფილმის „შინდისი“ ჩვენება გაიმართა

2022 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ – საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ელჩმა, ბატონმა ზურაბ ბერიძემ, პოლონეთის სეიმის ვიცე მარშალმა, მალგოჟატა გოშიევსკამ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა  გვირგვინით შეამკეს ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში მდებარე ქართველი ოფიცრების მონუმენტი.

ამავე დღეს, ქართული დიასპორისთვის საქართველოს საელჩოში მოეწყო აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი გამოფენა და დიტო ცინცაძის ფილმის „შინდისი“ ჩვენება.