აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის კურსდამთავრებული მარიამ ბუჩუკური სწავლას საფრანგეთში გააგრძელებს.
მარიამი ბორდოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა სამაგისტრო პროგრამაზე: Master Sciences de la vigne et du vin.
მარიამ ბუჩუკურმა SUPAGRO-ს სამეცნიერო კვლევით ცენტრში (საფრანგეთი, მონპელიე) სტაჟირება გაიარა კვლევაში: ვაზის გვალვაგამძლე ჯიშებში წყლის დეფიციტის შესწავლა, რთველის თარიღის განსაზღრა ფოტოების ციფრული ანალიზის საფუძველზე. (Analyses par imagerie du développement des fleurs et des baies pour différents génotypes sous contrainte hydrique).