თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული ირმა მათოშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში გააგრძელებს.
ირმამ Chevening Awards სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისა და ცხოვრებისათვის სრული დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს Oxford Brookes University-ში საერთაშორისო მასპინძლობის, ღონისძიებებისა და ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე.
„ჩივნინგის სტიპენდიატთა შორის ირმა გახდა საქართველოს ბანკის რჩეული სტიპენდიატი და სწორედ საქართველოს ბანკის დაფინანსებით შეძლებს ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებას.
ირმას ჯამში ევროპის 8 სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვევა ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი Oxford Brookes University-ზე შეაჩერა”, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.