ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით  და ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საქართველოს ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების და ტელევიზიების  ჟურნალისტები, აგრეთვე  სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერები ეწვივნენ.

ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

პრესტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.