ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, დავით ფირცხალავას ფილმის “დიდი შესვენება” მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.
ფილმს აჩვენებენ საკონკურსო სექციაში “აღმოჩენები”.
“დიდი შესვენება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარია.
ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა, რომელიც კანადაში 1976 წლიდან იმართება. წელს ფესტივალი 8-18 სექტემბერს ჩატარდება.