საფრანგეთში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს – 2022 წლის 1 აგვისტოდან, საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა:
- „მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიისა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე; აღარ მოეთხოვებათ სანიტარიული საშვის წარდგენა;
აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;
- აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება.
- იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიისა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას.
მოგზაურობა საქართველოს მიმართულებით:
- საფრანგეთის დატოვებისას უცხო ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მიმართულებით, საფრანგეთის ხელისუფლება აღარ ითხოვს მოგზაურობის მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას და არც საფრანგეთიდან გასვლის ცნობას.
- 2022 წლის 15 ივნისიდან, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით, გათავისუფლებულია კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტისა და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.
- ნიღბის ტარება სავალდებულოა სამედიცინო დაწესებულებებში“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.