ინდოეთის ჩენაიში მიმდინარე 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მესამე ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩეხეთის გუნდი დაამარცხა მინიმალური ანგარიშით.
ქალთა გუნდს გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოუტანა, მან თეთრებით 27-ე სვლაზე დამაჯერებლად დაამარცხა მეტოქე.
ზედიზედ ორი მოგების შემდეგ სამწუხაროდ დამარცხდა საქართველოს ვაჟთა ნაკრები, ჩვენები ოლიმპიადის უპირობო ფავორიტს, აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 1:3 წააგეს. აღსანიშნავია რომ აშშ-ის ნაკრების სამი წევრი ფიდეს რეიტინგის ტოპ-ათეულშია და ჩვენებს მსოფლიოს უძლიერესს მოჭადრაკეებთან მოუწიათ თამაში.
ამის შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით – 3:1 სძლია ინდოეთის (III) ნაკრებს, ხოლო ვაჟთა ნაკრებმა დიდი ანგარიშით – 3,5:0,5 გაანადგურა მექსიკის ნაკრები!