მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი გოგა ოთინაშვილმა (65) მოუტანა

იტალიის დედაქალაქ რომში  გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით 17 -წლამდელ მოჭიდავეთა შორის.

გუშინ მედლები გათამაშდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი გოგა  ოთინაშვილმა (65) მოუტანა. მედლის მოპოვებასთან ახლოს იყო რამინ გულიტაშვილი, მაგრამ ის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში  უზბეკ კურბანოვთან დამარცხდა.

რაც შეეხება წინასწარ შეხვედრებს. ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45 კგ)  1/4 ფინალში დამარცხდა აზერბაიჯანელ  ბაშირ ვერდიევთან, მაგრამ ბერდიევი ფინალში გავიდა და ბოჭორიშვილიც რეპეშაჟიდან შეეცდება მედლისთვის ბრძოლას. მისი მეტოქე უკრაინელი  ვლადისლავ ჩორნოვილი იქნება.