კონსერვატორიის მაგისტრატურის მე-2 კუსის სტუდენტმა გიორგი შიოლაშვილმა ელევატოს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე (პოლონეთი) 1 ადგილი მოიპოვა და ასევე, ლონდონის მუსიკის საერთაშორისო კონკურსის მე-4 საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. მისი პედაგოგია – ასოც. პროფესორი ნინო ქათამაძე.
სამომავლოდ გიორგის დაგეგმილი აქვს:
მასტერკლასი და კონცერტი Ehrbar-ის საკონცერტო დარბაზში – ვენა, ავსტრია, კონცერტი პორტუში (პორტუგალია), კონცერტი შვეიცარიაში, ბერნში და მასტერკლასი ნატალია ტრულთან (პიანისტი/პროფესორი).