მარიამ ქებაძე სწავლას მერზებურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ ქებაძე სწავლას გერმანიაში გააგრძელებს.

მარიამმა DAAD-ის სამაგისტრო სტიპენდია მოიპოვა და ოქტომბრიდან ინფორმაციის დიზაინისა და მედია მენეჯმენტის გერმანულენოვან პროგრამაზე (Informationsdesign und Medienmanagement) ისწავლის მერზებურგის უნივერსიტეტში (Hochschule Merseburg).

მარიამი კიდევ ორმა უნივერსიტეტმა მიიღო – ქემნიცის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (Technische Universität Chemnitz) და ინგოლშტადტის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (Technische Hochschule Ingolstadt), თუმცა მან მერზებურგის უნივერსიტეტი აირჩია.