თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული, ლევან სიხარულიძე სწავლას ავსტრიაში გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
ლევანმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა დაფინანსებითა და ყოველთვიური სტიპენდიით.
ის ასევე მიიღეს გლაზგოს, გრონინგენის, ზალცბურგისა და ტარტუს უნივერსიტეტებმა, თუმცა სწავლის გაგრძელება CEU-ში აირჩია.