საქართველოში მოქმედი ტურსააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები მთიანი აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
რამდენიმედღიანი მოგზაურობისას ინფოტურის მონაწილეებმა კაპნისთავის კანიონი, ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, კურორტი გოდერძი და ბეშუმი, მაჭახელასა დ მტირალას ეროვნული პარკები დალაშქრეს.
ინფოტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.