მთის კვირეულის ფარგლებში, თუშეთი და ყაზბეგი ხინკლის მოყვარულებს მასპინძლობს

მთის კვირეულის ფარგლებში, პირველად საქართველოში, 16 ივლისს, თუშეთი და ყაზბეგი მასპინძლობს ყველას, ვისაც ხინკალი უყვარს.

დააგემოვნე ოჯახური ტრადიციებით დამზადებული ნამდვილი მთიულური ხინკალი და ადგილზე მოხარშული ცოცხალი ლუდი.

გაეცანი მთის ხინკლის ისტორიას, დახელოვნდი ხინკლის სწორედ მოხვევაში, დაესწარი ქსოვის, რეწვის გაკვეთილებს, ისიამოვნე მრავალფეროვანი მუსიკით, ცეკვით, სპორტული აქტივობებითა და შემეცნებითი ტურებით.

16 ივლისი:

  • თუშეთი, ომალო
  • ყაზბეგი, ელიას ტყე

23 ივლისი, მთის კვირეული:

  • სვანეთი, ჰეშკილი
  • რაჭა, შოვი