საბერძნეთში გენერალურ საკონსულოში ქართული კულტურის ფესტივალი გაიხსნა

საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 2022 წლის 10 ივლისს გენერალურ საკონსულოში მხატვარ ნინო ონიანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა ქართული კულტურის ფესტივალი.

ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ყოველი თვის დასაწყისში გენერალური საკონსულო გამოაქვეყნებს აფიშას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ“, – ნათქვამია Georgia in Thessaloniki-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.