კავკასიის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბასკეთის კულინარიული ცენტრის შეფმზარეულებმა, პროექტის “გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ ფარგლებში, მოქმედი მზარეულებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყეს, რომელიც 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება
აღნიშნულ ტრენინგებს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ – თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტისთვის “გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“, ასევე ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგების მასპინძელია ბაზარი ორბელიანზე არსებული გასტრო-სკოლა
ტრენინგები ორი მიმართულებით ტარდება:
- კრეატიულობა და სერვირება
- გასტრონომიული ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა
ტრენინგების დაწყებამდე, 10 ივლისს, მონაწილეებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესს ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
ტრენინგების ბოლო ეტაპზე, შეირჩევა ოთხი შეფი-ტრენერი, რომლებიც შემდგომში ფართო აუდიტორიისთვის ჩაატარებენ ანალოგიურ ტრენინგებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მიღებულ ცოდნასა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ სხვა დაინტერესებულ პირებს.