1919 წლის 11 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ გამოცემული დეკრეტით, მიმოქცევაში გავიდა პირველი ეროვნული ფულის ერთეული, ქართული ბონი, რომელიც სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი და დამოუკიდებლობის ერთ – ერთი სიმბოლო იყო.
ბონები მხატვრების – იოსებ შარლემანის, ჰენრიხ ჰრინევსკისა და დიმიტრი შევარდნაძის ესკიზების მიხედვით დაიბეჭდა. თითოეულ მათგანზე გამოსახულია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და ინიციალები “სდრ”.
მათ შორის, გამორჩეულია 500 – მანეთიანი ბონის ვიზუალური ელემენტები. ავერსზე გამოსახულია ქვის მოჩუქურთმებული თაღის ქვეშ ტახტზე ჩამომჯდარი წითელსამოსიანი ქალი, რომელსაც გვერდით ფარი უდევს ინიციალებით “სდრ”, ხოლო მეორე მხარეს – შუბი.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი