ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ბონდო მაცაბერიძის “ბექნას და თეკლას ზღაპრები”

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის ‘Les éditions MEDUZA’ მიერ გამოიცა ბონდო მაცაბერიძის “ბექნას და თეკლას ზღაპრები”.

მთარგმნელი: მარიკა მეგრელიშვილი.

ბონდო მაცაბერიძე ავტორია 1 პოეტური კრებულის — თმენის ფორმულა (გამომცემლობა „მერანი“ 1990 წ.) და 1 მხატვრულ-პუბლიცისტური კრებულის „სადაურსა სად წაიყვან“ (გამომცემლობა — „ალავერდი“ 1992 წ.). მისი ზღაპრები თარგმნილია რუსულ, გერმანულ, თურქულ, სპარსულ, უკრაინულ და ლიეტუვურ ენებზე. 1995 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 2003 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 2004 წელს შიო მღვიმელის სახელობის პრემია, ზღაპრების კრებული — „ზღაპრები ბექნა ბიჭზე“ – 2010 წელს დასახელდა გამარჯვებულად საბავშვო წიგნის მე-2 ფესტივალზე ნომინაციაში: საუკეთესო ზღაპრების კრებული (საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი). იგი არის ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საერთაშორისო პრემია ALMA-ს სამგზის ნომინანტი – 2019-20-21წ.