1 აგვისტოდან Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან, პარიზისა და ტალინის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს.
თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
ხოლო ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.