29 ივნისს, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში იაპონური ენის სახელმძღვანელოების – „იაპონური ენა ყველას“, დაწყებითი დონე I და საშუალო დონე I – პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნები გამოიცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ იაპონიის ფონდის მხარდაჭერითა და იაპონურ გამომცემლობა „3ა ნეტოვააკუსთან“ თანამშრომლობით.
სახელმძღვანელოებს წარადგინა მთარგმნელმა მედეა გოცირიძე-კოჯიმამ.