ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმზე მომუშავე შიდა და შემომყვან ტურისტულ კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრაზე სალაშქრო პროექტ „HIGHLANDER სვანეთი, საქართველოს“ გაეცნენ.
„HIGHLANDER Adventure” გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. პროექტი წელს პირველად საქართველოში, სვანეთში მოეწყობა. ლაშქრობა 25-27 აგვისტოს ბეჩოდან უშგულამდე გაიმართება. ღონისძიებაში ასობით ადგილობრივი და უცხოელი მოლაშქრე მიიღებს მონაწილეობას.
HIGHLANDER-ის მიზანია საზოგადოებაში ლაშქრობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.