შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, არლესჰაიმის ადგილობრივ მუზეუმში ქართველი მხატვრის ნინა გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა .
გამოფენა მიეძღვნა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობებისა და ნინა გამსახურდიას შვეიცარიაში მოღვაწეობის 30 წლისთავს.
ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა 2022 წლის 3 ივლისამდე გაგრძელდება.