ამერიკული გამომცემლობა, Nova Science Publishers-ი ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს მნიშვნელოვან საჩუქარს გთავაზობთ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, გამომცემლობის ვებგვერდზე თქვენს მიერ შერჩეულ წიგნს უფასოდ, პდფ-ის ფორმატში და საავტორო უფლებების დაცვით მოგაწვდით.
Nova Science Publisher-ი 1985 წელს, ნიუ იორკში, ცნობილმა გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა, რომელიც მანამდე კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. დღეს ეს გამომცემლობა წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს, უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს, მათ შორის, მედიცინის დარგშიც. აღსანიშნავია, რომ ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც გაერთიანებულია.
ახლო მომავალში, Nova Science Publisher-ი და ეროვნული ბიბლიოთეკა კიდევ ერთ ერთობლივ სიახლეს შემოგთავაზებთ, კერძოდ, გამომცემლობის უახლესი კოლექციები ბეჭდური სახითაც ხელმისაწვდომი იქნება“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.