ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია.
წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 41.200 წამში დაფარა და ყველა მეტოქეს აჯობა.
აღსანიშნავია, რომ 18 წლის ქართველმა მანამდე 1 000-მეტრიან დისტანციაზეც გამოიჩინა თავი და ოქროს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, ეს მისი მე-3 ოქროს მედალია 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე.