რომში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება! შეჯიბრებას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გახსნიან. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები კონკურენციაში სრული შემადგენლობით – 10 სპორტსმენით ჩაებმება.
27 ივნისს, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. მედლები კი 28 და 29 ივნისს გათამაშდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ – ლუკა ჯავახაძე
60 კგ – დიმიტრი ხაჩიძე
63 კგ – რომეო ბერიძე
67 კგ – ნიკა ბროლაძე
72 კგ – თემურ ორჯონიკიძე
77 კგ – თორნიკე მიქელაძე
82 კგ – აჩიკო ბოლქვაძე
87 კგ – ბექა მელელაშვილი
97 კგ – კოტე სიჭინავა
130 კგ – მათე გოქაძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი
მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, დავით ურიდია
ექიმ-რეაბილიტოლოგი: გიორგი მურცხვალაძე
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯიც მოემსახურება – რუსლან დარსანია