მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტი მარიამ კალანდაძე სწავლას Central European University-ში სოციალური ანთროპოლოგიისა და სოციოლოგიის სამაგისტრო ფაკულტეტზე გააგრძელებს.
ასევე, 14 ივნისს მარიამმა მოხსენება წაიკითხა University of Manchester-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე: Alternative Futures & Popular Protests. საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელია: ნინო ჟღენტი.
„კონფერენცია 1995 წლიდან ყოველწლიურად მიმდინარეობს და მასზე სოციალური მოძრაობები და პროტესტი სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან განიხილება. კონფერენციაში მონაწილეობას 60-ზე მეტი ქვეყნიდან, უმეტესად PHD სტუდენტები და პროფესორები იღებენ.
მარიამმა მონაწილეობა საკუთარი საბაკალავრო ნაშრომით: “Dynamics of Standing with Ukraine: Injustice Frame and Emotions in Solidarity Protests in Georgia” (“უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა: უსამართლობის ჩარჩო და ემოციები უკრაინის სოლიდარობის აქციებში“, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.