15-17 ივნისს, საფრანგეთის დედაქალაქში მსოფლიოს აეროპორტების უმსხვილესი კონფერენცია და გამოფენა PASSENGER TERMINAL EXPO მიმდინარეობდა.
სამი დღის განმავლობაში გამოფენაზე მსოფლიოს 1900-ზე მეტმა აეროპორტის ხელმძღვანელმა, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებულმა ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო ღონისძიებაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ წარმოადგინა.
PASSENGER TERMINAL EXPO 2022-ზე, ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-სთან ერთად, გაიმართა პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებულ უნივერსალურ ბიზნესმოდელის.
ღონისძიებაზე ვიზიტორებმა დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტები, ასევე გაეცნენ ინოვაციურ მომსახურებებსა და 250-ზე მეტ ექსპოზიციას.
Passenger Terminal Expo 2022-ის მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი Groupe ADP (Aeroport De Paris)-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია.