Times Square Hotel-ში ტანსაცმლის და აქსესუარების ჩვენება გაიმართება

16 ივნისს, ნიუ – იორკში, Times Square Hotel-ში, დიმიტრი მანუელი  ლიტა მორისთან ერთობლივად აწყობს  – DM Fashion Show-ს, სადაც იქნება ტანსაცმლის  და აქსესუარების ჩვენება.

დიმიტრი მანუელი იგივე დიმიტრი ჩხეიძეა. დიმიტრი ნიუ-იორკში, ოთხი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოდის კვირეულის: New York Fashion Week, Couture Fashion Week, Style Fashion Week, World Fashion Parade არტდირექტორია, ასევე მანჰეტენის სამოდელო სკოლისა და მოდის სახლის მფლობელი და პროდიუსერი.

ასევე, ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება ლეილა ხურციკიძის აქსესუარები.

შოუზე შესვლა შესაძლებელია სპეციალური მოსაწვევი ბარათით.

ჩვენება  საღამოს 7 საათზე დაიწყება.