რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით 17-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს – 14 ივნისს, ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა წინასწარი ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები და ორ წონაში ფინალის საგზური საქართველოს ნაკრების წევრებმა მოიპოვეს.
14 წლის ვახტანგ ლოლუა (48 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა 17 -წლამდელთა შორის.
ევროპის ჩემპიონატზე ლოლუამ ფინალში აზერბაიჯანელი ელვინ იბადოვი დაამარცხა (4:1) და ოქროს მედალს დაეუფლა
საბა სურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან უკრაინელი მაქსიმ ჩუბენკო (10:2) დაამარცხა