აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კაპნისთავის კანიონი ტურისტების მისაღებად მზადაა.
ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს 600 მეტრ სიგრძის კანიონის დალაშქვრისას 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ.
უჩხოს შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია აჭარაში, რომელზედაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კანიონინგის ინფრასტრუქტურა მოაწყო.