5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება.
„გარბენი უკრაინისთვის“ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით კახეთში ჩატარდება.
მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
📌 რეგისტრაცია ორ საფეხურიანია:
5 ივნისს. კახეთში უკრაინისთვის გამართული საქველმოქმედო გარბენის შემდეგ გაიმართება ჯგუფ “მგზავრების” სოლო კონცერტი.
გარბენი ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მიმდებარედ. ფონდი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე ქალებსა და მამაკაცებს შორის გამოვლინდება 2 გამარჯვებული.